1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
Puff Daddy-ის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულების შერჩევის პროცესი გრძელდება. მანამდე, სანამ ამერიკელი რეპერის პროცესი დაიწყება, გამოცემა The sun-ი ჟურნალის (Honey magazine) რედაქტორის, ემი დებოისის ამბავს ავრცელებს, რომელიც შონ დიდი ქომბსის ერთ-ერთ წვეულებას ესწრებოდა.
ემის თქმით, როდესაც მან Puff Daddy-სგან თეთრი წვეულების მოსაწვევი მიიღო, ძალიან ბედნიერი იყო. თუმცა, წვეულების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ემიმ იგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
„იმ ღამეს ძალიან ცოტა დავლიე. არ ვიცი რატომ, მაგრამ კონტროლის დაკარგვის მეშინოდა. გარშემომყოფები ფიქრობდნენ, რომ ჩემთან უპატივცემულოდ საუბარი მისაღები იყო. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ხელის მოხვევა, ხელის თხოვნა. როდესაც უარს ვეუბნებოდი, ბრაზდებოდნენ. მახსოვს, როგორ ვგრძნობდი თავს, თითქოს მინდოდა, ყოველთვის ფხიზლად ვყოფილიყავი",- ამბობს ემი დებოისი.
რეპერის საქმეში დევს გოგონას, სახელად ანდრიას ჩვენებაც.
ანდრია ინგლისში ერთ-ერთ თეთრ წვეულებაზე მოცეკვავედ დაიქირავეს. თუმცა,მოგვიანებით სტუმრებთან სექსუალური კავშირის დამყარება მოსთხოვეს. როგორც ანდრიამ სასამართლოს განუცხადა, ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
„მეორე თუ მესამე თეთრი წვეულების შემდეგ მთხოვეს, ცეკვის გარდა, სტუმრებისთვის სხვა მომსახურებაც გამეწია. მას სხვადასხვა ადამიანთან მივყავდი და მე ისინი უნდა გამერთო. სახლში კერძო სივრცეები და ოთახებიც იყო, სადაც განმარტოება შეიძლებოდა. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ჩვენ ალკოჰოლს შამპანურის ბოთლებიდან ვსვამდით. მათი მიღების შემდეგ ისეთი შეგრძნება გრჩებოდა თითქოს გონებას კარგავდი, თვალები კი ღია გქონდა. არ ვიცი რა იყო იმ სასმელებში, მაგრამ მათი დალევა, ზომბებად გვაქცევდა. მაშინ 20 წლის ვიყავი და მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი რამ იყო - მეგონა, რომ მდიდარი ადამიანები ასე ერთობოდნენ და ეს ელიტური წვეულებების ნაწილი იყო",- ამბობს ანდრია.
Puff Daddy-ის ბრალი ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვაში, რეკეტების მოწყობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედება.