ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდას ეძებენ
1756215314
საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც, გადამზადებას გადიან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები.
ისინი ეცნობიან საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობის სპეციფიკას და ინფორმაციას საარჩევნო საკითხების შესახებ. ტრენინგების მესამე ეტაპს დღეს ცესკოს თავმჯდომარე დაესწრო.
"4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დონეზე კომისიები დაკომპლექტებულია და მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში შესაბამისი გადამზადების პროცესი. ამ მასშტაბური საგანმანათლებლო ეტაპის მიზანი გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ, ჩვენ მოვამზადოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღისთვის და მეორეს მხრივ, კი მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ 4 ოქტომბერს მაღალ პროფესიულ დონეზე მიაწოდონ ამომრჩევლებს სათანადო სერვისები,“ - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.