თბილისის საქალაქო სასამართლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756205784
ოდესაში უკრაინისა და ბენილუქსის – ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა განაცხადა, ბენილუქსის ქვეყნებს სჯერათ, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვთ საერთო მომავალი ევროკავშირში.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ოდესაში მოლდოვიდან ჩავიდა.
„გვჯერა, რომ მათ (უკრაინას და მოლდოვას) საერთო მომავალი აქვთ და არ შეიძლება ერთი ქვეყნის მეორეს წინააღმდეგ გამოყენება, როგორც ამის გაკეთებას რუსეთი ისურვებდა“, – აღნიშნა ბეტელმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას.
უკრაინისა და ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბელგია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშიდობო მისიაში.
„ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო ძალაში საერთაშორისო მანდატის ფარგლებში. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მე განვიხილავ ამას მთავრობაში და განსაკუთრებით ჩემს კოლეგასთან, თავდაცვის მინისტრთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რა სახის სამხედრო მხარდაჭერის გაწევა შეგვიძლია, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ სამშვიდობო ძალებში საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ.
უკრაინის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და ბელგიის წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს, დაგმეს რუსეთის აგრესია და უკრაინის მხარდაჭერის პირობა დადეს.
მინისტრებმა დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, მათ ასევე დაადასტურეს უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. მხარეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, განაღმვის, მართლმსაჯულების რეფორმის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.