გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტი.
მან არ გამორიცხა ისიც, რომ გერმანია არა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა.
„არ არის გამორიცხული, რომ ესენი სინამდვილეში არა ეგრეთ წოდებული ენჯეოები იყვნენ, არამედ პოლიტიკური პარტიები თუ არა პოლიტიკური აქტორები მაინც. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ NED-ის EED-ის შემთხვევაში სინამდვილეში ხდებოდა პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური პარტიების (მათ შორის ფინანსური) მხარდაჭერა. ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, თუმცა მათ არ ასახელებს. ეს ინფორმაცია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე პასუხებიდან გაირკვა.