რა ოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ თუკი ქონების გადასახადს არ შეავსებთ - დეტალები
1761767738
პოლონეთში სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბანკის თანამშრომლის სახელით ჩადენილ თაღლითობაში.
გამოძიების ინფორმაციით, ოტვოცკის რაიონის მცხოვრებს დაურეკა პირმა, რომელმაც თავი ბანკის თანამშრომლად გააცნო და აცნობა, რომ მისი ანგარიში საფრთხეში იყო. თაღლითებმა ქალს დააჯერეს, რომ ფულის „დასაცავად“ უნდა გადაეცა BLIK-კოდები, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაკარგა დაახლოებით 20 000 ზლოტი.
პოლიციამ ვარშავაში დააკავა საქართველოს 31 და 34 წლის მოქალაქეები. ჩხრეკისას ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა, ასევე ნაღდი ფული.
დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული პოლონეთში იძებნებოდა და ქვეყანაში იმყოფებოდა არალეგალურად. ორივეს ბრალი უკვე წარედგინა, დანაშაული პოლონეთის კანონმდებლობით 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.