„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა...“ - ამინდი უარესდება
1761767088
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიმართავს სესიის მონაწილეებს, - განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში და მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა იუნესკოში ირაკლი ყურაშვილმა იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილი ისაუბრებს საქართველოსთვის იუნესკოს მნიშვნელობაზე.
„კონფერენციის ფარგლებში გაიმართება გამოფენა და მაყურებლის წინაშე წარდგება ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“, - აღნიშნა ირაკლი ყურაშვილმა.
იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიას ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს. კონფერენციაში 194 წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3 ათასამდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც. სესიაზე აირჩიეს იუნესკოს ახალი გენერალური დირექტორი.