17 მაისს მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1747428311
ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების თემაა გახარიას გუნდის საჯარო მიმართვა, რომელიც პარტიების გეგმებს ეხება. პოლიტიკურმა მოძრაობამ "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ქარდი გამოაქვეყნა და საჯაროდ მიმართა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებზე უარს აცხადებს.
"რა არის მათი გეგმა ბოიკოტის შემდეგ" - კოლეგა პარტიებში გახარიას გუნდს კრიტიკით უპასუხეს.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული, გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს და ინსტრუქციებს ელოდება.
"რადიკალები ერთმანეთში ვერ ლაგდებიან, არის ერთი დიდი ტყუილის ორომტრიალი. საბოლოოდ რატომ?! - კარგი მოცემულობა იმისთვის, რომ გავცეთ პასუხი ამ კითხვას - რა უშლით ხელს ამ პარტიებს, რომ გულწრფელად საზოგადოების წინაშე წარდგნენ და საკუთარი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით თქვან. ერთადერთი რამ უშლით ამის გაკეთებაში, ისინი საკუთარი ნება-სურვილით არ მოქმედებენ, არიან დამოკიდებული იმ წყაროზე, ვინც აგენტს აძლევს დავალებას. როგორი დავალებაც ექნებათ, ისე მოიმოქმედებენ, თუმცა, მაღალი ალბათობით, ნაწილი პარტიების მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.