„ზაურ სოხუმსკიმ“ ციხე დატოვა - რა კავშირი აქვს მას ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმასთან
1750877873
"ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ეს ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, ნაკლები პრობლემები ექნებათ.
"თუ მოახერხებენ და დაუბრუნდებიან საკონსტიტუციო და დემოკრატიულ სივრცეს, მაშინ ამდაგვარი პრობლემები, რომელიც საკუთარ თავს თვითონ შეუქმნეს, გაცილებით ნაკლები ექნებათ და თუ ქართველი ხალხის ინტერესებიდან იმოქმედებენ და არა გარედან შეკვეთილი რევოლუციების რეალიზაციის პოლიტიკას გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა არ იქნება ისეთი სავალალო, როგორიც დღეს არის," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.