პრემიერმა სუსის ხელმძღვანელის კანდიდატურად მამუკა მდინარაძე დაასახელა

მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სუსის ხელმძღვანელის კანდიდატურად მამუკა მდინარაძე დაასახელა. მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ოხანაშვილი საქმიანობას პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს