რა ვიდეო გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბიჭმა, რომელიც ცოლმა მოკლა
1755978946
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი სტუდენტებს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებას ულოცავს. პროგრამა წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს.
2025 წლის განმავლობაში დაფინანსებით 100 წარჩინებული ახალგაზრდა ისარგებლებს. სტუდენტები სასურველ ფაკულტეტსა და ქვეყანას თავად ირჩევენ.
საგრანტო პროგრამა სტუდენტებისთვის აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
პროექტის "სწავლა საზღვარგარეთ" მიზანი ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შემდეგ მათი რესურსის რეგიონში გამოყენებაა.
წელს პროგრამის მონაწილეებისთვის სიახლეა, რაც წარჩინებული სტუდენტებისთვის სემესტრულად 1000 ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს.