რა ვიდეო გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბიჭმა, რომელიც ცოლმა მოკლა
1755978946
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.
დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას.