პრემიერი: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში - მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე

კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, საზოგადოება ხედავს მკაფიო შედეგებს, არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ და ეს პროცესი გაგრძელდება.

„კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ეს მოხდა 2023 წლის დეკემბერში. სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, მან გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. მე პირადად მივიღე ეს, როგორც ძალიან მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, საზოგადოება ხედავს მკაფიო შედეგებს, არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრად ვიბრძვით და ეს ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა