ოქრო ისევ გაიაფდა - რა ღირს გრამი საქართველოში
1773679238
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.
პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, გარდა 10 წლიანი პატიმრობისა, რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა სხვადასხვა ქონებები, მათ შორის, ესპანეთში მდებარე სახლი.
"მოსამართლემ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ რომეო მიქაუტაძე. მას ბრალი ედებოდა კორუფციულ დანაშაულში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასჯელის სახით, მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთ 10 წლით, გარდა ამისა, მას ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება, უძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მქონე ბინა, ასევე სამი ავტომანქანა... ამასთან, ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები. გარდა ამისა, ჩამოერთვა შპს "ნახიდური ჰესში" 15%-იანი წილი, რომლის ღირებულება (იმ პირობებში, რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის), შეადგენს 1 500 000 ლარს", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა.