ოქრო ისევ გაიაფდა - რა ღირს გრამი საქართველოში
1773679238
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
„15 მარტს აღმოსავლეთში, 16 ში კი დასავლეთ საქართველოში - მოსალოდნელია შედარებით ცივი ამინდი და წვიმა, ზოგან ძლიერი, ზამთრის კურორტებზე თოვლი და შესაძლებელია ქარბუქი. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.17 მარტიდან, შედარებიც სუსტად დაიწყებს გავრცელებას თბილი ჰაერის მასები, რაც საკმარისია მრავალ რეგიონში შედარებით მშვიდი ამინდის პირობების შესაქმნელად, თუმცა ხანგრძლივობის გარანტია მცირეა.ამინდი ცოცხალი ორგანიზმივითაა - ცვალებადი, მოულოდნელი, მაგრამ ყოველთვის საინტერესო. უახლოეს განახლებებს აუცილებლად მოგაწვდით.“ - წერს კობა ფარტენაძე.