პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით პარლამენტს 27 ივნისს მიმართავს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით პარლამენტს 27 ივნისს მიმართავს. დოკუმენტი წერილობითი ფორმით დღეს ბიუროს სხდომას წარედგინა.

ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო პრემიერ-მინისტრს 27 ივნისს მოუსმენს.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინოს.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს გასულ წელს 28 ივნისს მიმართა.