პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?! ტუსკიც და სიკორსკიც არიან სააკაშვილის ლობისტები" - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს.

ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილის ლობისტები არიან და ვიზალიბერალიზაციის შანტაჟისთვის გამოყენებას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ.

"ბუნებრივია, პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?! ტუსკიც და საგარეო საქმეთა მინისტრი - სიკორსკიც, არიან პირდაპირ ლობისტები სააკაშვილის. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ის ჩვენ გვებრძვის.

ეს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, შანტაჟის და მუქარის ინსტრუმენტად აქვთ გამოყენებული. არაერთხელ იყო მცდელობა, რომ შეეჩერებინათ, მაგრამ იქ არის მექანიზმები, რომელიც, მადლობა ღმერთს, აზღვევს საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებისგან. ასე რომ, ტუსკმა შეინახოს თავისი მუქარები", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.