მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა

ირანი

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა, – ამის შესახებ „სიენენი“ ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმზე“ დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, დაღუპულ მეცნიერებს შორის არიან ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ფიზიკოსი მოჰამედ მეჰდი თეირანჩი, რომელიც ასევე ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი დაიღუპა.