პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის ფოიე

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა, ცვლილებების მიღების საფუძველზე, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს უმაღლესს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართულ სექტორზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო წესით დაბრუნდება.

კანონპროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, ვეტერინარიის მედიკოსის/სტომატოლოგის ინტეგრირებული სახელმწიფოენოვანი სამაგისტრო, დიპლომირებული საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) შემადგენლობაში არსებული ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.