1749757476
ნინო წილოსანი: ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი, რომ ადამიანის შეურაცხყოფა, მასზე ზეწოლა საჯარო სივრცეში არის დასჯადი

ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი, რომ ადამიანის შეურაცხყოფა, მასზე ზეწოლა საჯარო სივრცეში არის დასჯადი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„ვერც ერთ ქვეყანას, დიდი ბრიტანეთიდან დაწყებული, გერმანია-საფრანგეთით გაგრძელებული ვერ მოიტანენ ჩვენი ოპონენტები, სადაც არ მუშაობდეს ეს პრინციპი და განსაკუთრებით არ მუშაობდეს საჯარო პირების მიმართ. თუ კანონი არ იცავს საჯარო მოხელეს, რომ საქმიანობა განახორციელოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მათ შორის პოლიტიკოსს, რომელმაც აასრულოს თავისი ამომრჩევლის დაკვეთა, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი მიღწეული“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ Facebook-ზე დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით უკვე მიმართა. უწყებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითებია შეტანილი.