ლატვიაში მუნიციპალურ არჩევნებში ხმის დათვლის პროცესის ტექნიკური გაუმართაობის გამო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ლატვიაში მუნიციპალურ არჩევნებში ხმის დათვლის პროცესის ტექნიკური კრახის გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კრისტინე საულიტემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ლატვიური მედია ავრცელებს.

საულიტემ თქვა, რომ ხმების ელექტრონული დათვლის პროცესის ჩავარდნაზე ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს.

ცესკოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ პარლამენტში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ მას ახლა სხვის შეცდომებსაც აბრალებენ, თუმცა პასუხს აგებს მხოლოდ იმ ხარვეზებზე, რომელთა ზედამხედველობაც მისი კომპეტენციის ფარგლებში იყო.

ცნობისთვის, ლატვიაში 7 ივნისს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხმები ხელით დათვალეს. სკანდალის ფონზე ადგილობრივი მედია რეგიონული განვითარების მინისტრის გადადგომასაც არ გამორიცხავს.