გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
ნორმალურია, როცა სახელმწიფოები ექსტრემიზმსა და ძალადობაზე რეაგირებენ, ასევე ნორმალურია, რომ სახელმწიფოები ცდილობენ, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ძალადობაზე, ეს იქნება ნიღბების აკრძალვის შემოტანა თუ სამართალდამცავების რეაგირება ამ სახის ძალადობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, არანორმალურია, როცა ამ სახის ძალადობას ახალისებ და შემდეგ სახელმწიფოს რეაგირებას აბსურდული განცხადებებით აკრიტიკებ.
„ნორმალურია, როცა სახელმწიფო რეაგირებს და არანორმალურია, როცა სხვადასხვა ფორმით არც კანონმდებლობას და არც სახელმწიფოს რეაგირებას დადებითად არ აფასებ. დასანანია, როცა ამ სახის ძალადობას დუმილით თუ სხვადასხვა ფორმით ხელს უწყობ. არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვთ, რომ ამერიკაში მიმდინარე პროცესები შეაფასონ და ასევე, მათთვის ამერიკის კრიტიკა მათი არსებობისთვის ძირის გამოთხრა იქნება. ამიტომ, გასაგებია, რომ ერთის მხრივ, ეშინიათ და მეორე მხრივ, იქ არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვთ, რადგან ის პროექტები, რასაც ახორციელებენ, ამერიკას არ ფარავს“, – განაცხადა მახაშვილმა.