6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ნახეთ, ეპიცენტრი
1749415180
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს. გერმანელი დიპლომატის ცნობით, მას დაჰპირდნენ, რომ მიაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენენ.
„მე დამპირდნენ, მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ მოეპყრობიან „ფარას“ ფარგლებში საქართველოში 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, წარმოადგენენ გერმანია-საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებების საგანს და მნიშვნელოვანია გერმანია-საქართველოს ფართო, ღრმა კავშირების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის. ჩვენ ვისურვებდით, რომ ისინი გათავისუფლდნენ. საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ასევე განვიხილეთ ევროკავშირის საკითხი. მე შევახსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება „უცხოური აგენტების“ მსგავს კანონთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, მე გავაფრთხილე ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან მწუხარებით დაასკვნა, რომ საქართველომ კურსიდან გადაუხვია“, – წერს ფიშერი.