შსს: არც ბოკუჩავას და არც იოსელიანს საგამოძიებო უწყებისთვის განცხადებით არ მოუმართავთ. იოსელიანი გამოკითხვაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების შემდეგ იქნა დაბარებული

შსს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს.

მიმართეს თუ არა  საგამოძიებო უწყებას აღნიშნული ფაქტის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ან მისმა მეუღლემ,- ამ კითხვით, „რუსთავი2“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთან შეტყობინება არ შესულა, ხოლო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დაუყოვნებლივ მოხდა კოტე იოსელიანის საგამოძიებო ორგანოში დაბარება.