გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
ახალი წესებით უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო, შემდგომ თვითმმართველობის არჩევნები ან ორივე ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, არჩევნები არის გარემო, სადაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავისი ნება გამოხატოს, ამ გარემოს შექმნის გარეშე კი, არჩევნებში მონაწილეობა, არასწორია.
„საერთოდ, რას ვეძახით არჩევნებს? ის, რაც 4 ოქტომბერს იგეგმება, ეს არ არის არჩევნები. არჩევნებად ვერ ჩაითვლება ის პროცესი, როდესაც მიტაცებული გაქვს ძალაუფლება, სამართალდამცავი ორგანოები ხალხზე ძალადობენ, ბანდიტურად იტაცებენ შენი ოპონენტების ოჯახის წევრებს, ხოლო ყველა პოლიტიკური ლიდერი სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ იმყოფება, ნაწილი უკვე დაპატიმრებულია. როდესაც გყავს სინდისის პატიმრები, როდესაც დაკვირვებაც კი შეუძლებელი იქნება ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება, ამას არჩევნები ეწოდოს? როგორ და რანაირად ვარქმევთ ამას არჩევნებს?
არჩევნები არის ის გარემო, სადაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავისი ნება გამოხატოს. ამ გარემოს შექმნის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა, ჩემი აზრით, არასწორია. სწორედ ამ მყარ პოზიციაზე დგას „სტრატეგია აღმაშენებელი“ პირველივე დღიდან. ჩვენ ვართ მკაფიო პოზიციაზე, რაც დავაფიქსირეთ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში: ახალი წესებით უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო, ეროვნული არჩევნები და შემდეგ — თვითმმართველობის, ან ორივე ერთად. თუ ეს წესები არ იქნება მეტ-ნაკლებად მიახლოებული იმასთან, რასაც დაერქმევა არჩევნები, მაშინ არჩევნებს არანაირი აზრი არ ექნება. როდესაც ჰყავს სანქცირებული ცესკო-ს ხელმძღვანელობა, რომელიც მხილებულია არჩევნების გაყალბებაში სულ რამდენიმე თვის წინ, საუბარი არჩევნებზე ზედმეტია.
მაინც მაქვს იმედი, რომ ყველა, ვინც თუნდაც იოტისოდენად ფიქრობს, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში – ცირკში, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნებს არქმევს, ისინი შეცვლიან პოზიციას. „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო და ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესებით, გამოიყვანს ამ ღრმა კრიზისიდან. დაველოდოთ. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ აბსოლუტურად ყველა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.