„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში კიტ კელოგსა და ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარე უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელს, გენერალ კიტ კელოგს და ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა.

„დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც უკრაინაში ტრამპის პირადი წარმომადგენელია და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული, პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე ვესაუბრეთ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს ბენჟამინ ჰადადს ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე, რათა მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.