„ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო - სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე

ივანიშვილის რეჟიმი არის შეშინებული, სრულ პანიკაში და ისტერიკაშია, რადგან დარწმუნდნენ, რომ ამ იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აძლევს პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

„მათ ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებული არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას. 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე. არ შეშინდეთ, არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე და უკომპრომისოდ. დღეს ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და, რაც მთავარია, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.