ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
"ოცნება" ავტოკრატიული რეჟიმია, ამიტომ ავტოკრატიულ რეჟიმთან დასაპირისპირებლად სწორი და ეფექტიანი გზების გამოძებნაა საჭირო. ცხადი გახდა, რომ მშვიდობიანი დამხობის სცენარი "ოცნებას" ვერ ასუსტებს, პირიქით" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, პოლიტიკურმა პროცესებმა ცხადყო, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა შეცდომა იყო.
"ვაღიარებთ, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა. იმდენად მწვავე ვითარება იყო ქვეყანაში, "ოცნებამ" იმდენი დამაზიანებელი კანონი მიიღო, იმდენად იძალადა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომ ვითარება იყო ძალიან რთული. ბოიკოტის კამპანია მოსახლეობამ დაიჯერა, რომ ეს იყო ალტერნატივა, შეიძლებოდა ამ კამპანიას და შემდეგ უკვე მშვიდობიანი დამხობის მოლოდინს მართლაც მოეტანა ცვლილება ამ ქვეყანაში.
ამან გამოიწვია ის, რომ ბოიკოტს ძალიან ბევრი ადამიანი მიემხრო. ამან მოიტანა ის, რომ პოლიტიკა გაქრა. როდესაც დავბრუნდით პარლამენტში ვთქვით, რომ პოლიტიკა თუ არ დავაბრუნეთ პოლიტიკაში სხვა შემთხვევაში, "ოცნებას" კიდევ უფრო მეტ საშუალებას მივცემთ დააზიანოს ეს ქვეყანა.
ორი დღეა, რაც ვართ პარლამენტში, მაგრამ უკვე კარგად გამოჩნდა, მართლა უნდოდა თუ არა "ოცნებას" ჩვენი იქ შესვლა. რა თქმა უნდა, არ უნდოდა, რადგან ძალიან კარგად გრძნობს თავს, ისე იღებდა ამ კანონებს, რომ ინფორმაციისა და ამბის გამომტანიც კი არ იყო პარლამენტში. უკვე რაც გავაკეთეთ, ესეც ადასტურებს იმას, რომ ხალხი ამას მხარს უჭერს.
არ შეიძლება გქონდეს პარლამენტი, რომელიც დე ფაქტო რეჟიმში იღებს კანონებს და შემდეგ ამ კანონების აღასრულებს თავადვე. ფაქტია, დღეს "ოცნება" განკარგავს ხელისუფლებას სრულად, ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს და მის ხელში არის კონსოლიდირებული ძალაუფლება. "ოცნება" ავტოკრატიული რეჟიმია, ამიტომ ავტოკრატიულ რეჟიმთან დასაპირისპირებლად სწორი და ეფექტიანი გზების გამოძებნაა საჭირო. ცხადი გახდა, რომ მშვიდობიანი დამხობის სცენარი "ოცნებას" ვერ ასუსტებს, პირიქით", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.