ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა
1761753431
სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.