მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები - მილანის მერი

ჯუზეპე სალა

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში, საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას" - ამის შესახებ მილანის მერი, ჯუზეპე სალამ მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯუზეპე სალას თქმით, საკონსულოს გახსნით, გაზრდის შესაძლებლობას, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში.

"მოგმართავთ სიტყვით "მეგობრებო". ისევე როგორც ჩვენ არაერთხელ მოგვმართა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ამ ვიზიტით პატივი დაგვდო. მადლობა ამისთვის. მილანის ქართული თემი არ არის ძალიან დიდი, საუბარია დაახლოებით 2300 ადამიანზე და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი, ძალიან აქტიური თემია, რომელიც ეხმარება თანამედროვე მილანის ფორმირებას. ხედავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო ეს ქალაქი ისეთი ქალაქია, რომელსაც, როგორც ყველა დიდ საერთაშორისო ქალაქს, აქვს თავისი დადებითი მხარეები, ნაკლოვანებები და პრობლემები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში, საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას,“ -აცხადებს ჯუზეპე სალა.