თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1747931660
მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია გვდევნის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იხდიან გირაოს, რადგან საგამოძიებო კომისია კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევითაა შექმნილი.
„საგამოძიებო კომისია თვითონ არის კანონის მიღმა, რადგან კონსტიტუციის 42-ე მუხლი განსაზღვრავს საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას. კონსტიტუციაში იმპერატიულად წერია, რომ მინიმუმ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან. მსგავსი რამ არ არის ამ საგამოძიებო კომისიაში, ის არის კონსტიტუციის დარღვევით შედგენილი, არის კანონის მიღმა, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება არის კანონს მიღმა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა ვერ იქნება დანაშაული, რადგან თვითონ საგამოძიებო კომისია არის კანონდარღვევით შექმნილი.
შემიძლია გითხრათ, რომ მე თვითონ გადავიხადე გირაო. არ მოვუწოდებ არავის, მაინც და მაინც მე მომბაძოს. მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია გვდევნის. მოყენებული გვაქვს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას, ეს იქნება მორიგი შეთითხნილი ბრალდება, მაგრამ მე გადავწყვიტე, არ გამეადვილებინა მისთვის ჩემი საპატიმროში გამომწყვდევა გირაოს არგადახდის გამო. ამასთან, აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იხდიან გირაოს, რადგან საგამოძიებო კომისია არის კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი. ყველა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ასეთ კომისიას, არის კონსტიტუციის დარღვევის მომხრე. არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც დამისახელებს ერთ ოპოზიციონერს საგამოძიებო კომისიაში. გთხოვთ, დამისახელოთ ერთი ოპოზიციონერი საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც ერთი კრიტიკული შენიშვნა აქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტმა ბადრი ჯაფარიძეს კითხვა დაუსვა: „გირაოს საკითხი ოპოზიციის შიგნით უთანხმოების საგანი გახდა, მაგალითად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ვინც გირაოს იხდის, მათთან შედარებით მორალურ უპირატესობას გრძნობს, როგორ გესმით ეს?“
საპასუხოდ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებას და თავად ის გააკეთა, რაც მიზანშეწონილად ჩათვალა.
„ყველა ადამიანი სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის მისი პოზიცია. მე მიმაჩნია, რომ მათ ასევე ჰქონდათ უფლება, არ გადაეხადათ და არ გადაიხადეს. მე რაც ჩავთვალე მიზანშეწონილად, ის გავაკეთე, რადგან ვფიქრობ, რომ არ გავუადვილო ივანიშვილს ჩემი საპატიმროში მომწყვდევა. ეს იქნებოდა მისთვის ჩემი დაპატიმრების გამარტივება. მათ აქვთ საშუალება, მომიყენეს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას, შეუძლიათ, ამ მუხლით გამასამართლონ და მომისაჯონ პატიმრობა. ეს იქნება მორიგი შეთითხნილი ბრალდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე გადავწყვიტე რომ გირაოს არგადახდის გამო, არ მიმეცა მათთვის საშუალება, რომ დავეპატიმრებინე“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე მისვლით მიანიჭა თუ არა ამ კომისიას ლეგიტიმაცია, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გახარიას კანონით განსაზღვრული ლეგიტიმაციის მინიჭების ფუნქცია არ აქვს.
„არა, თვითონ გახარიამ პირდაპირ უწოდა არალეგიტიმური, პირდაპირ თქვა მისვლისას, რომ ეს არალეგიტიმურია. ლეგიტიმაციას გახარია ვერ მიანიჭებს. გახარიას არ აქვს ეს კანონით განსაზღვრული ფუნქცია, რომ მისი მისვლით კანონით განსაზღვრული ლეგიტიმაცია მიანიჭოს პარლამენტს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.