გერმანულმა სასამართლომ ქართველი ძიუდოისტი მკაცრად დასაჯა - აკაკის ჯაფარიძის საქმის დეტალები
1790788402
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით. საუბარი შეეხო UNICEF-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში თანამშრომლობის შედეგებს.
მხარეებმა UNICEF-ის ჩართულობით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და კონკრეტული ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვის ერთობლივ მუშაობაზე.