ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის
1749812588
„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად მზად არის იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, გაჯანსაღდეს და შეწყდეს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა, გაცოცხლება და დაფინანსება იმისთვის, რომ სეპარატიზმი და რადიკალიზაცია გააღვივონ ამ სახელმწიფოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ რადიკალების ბრიუსელში ვიზიტსა და პოლონეთის პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით.
მაია ბითაძის თქმით, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქტიურად და თვალსაჩინოდ დავინახეთ, თუ რა შედეგები მოაქვს ამას.
„პირველი შედეგი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთ მუშტად იკვრება და პასუხს სცემს არჩევნებზე იმ ძალიან დიდ და უპრეცედენტო ზეწოლას, რაც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე ხორციელდება. მეორე, ეს არის რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური მდგენელის დინამიკაში ქვემოთ ჩაშვება და პრაქტიკულად, პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე გადაინაცვლეს ამ ადამიანებმა იმდენად უტოპიური და არა გეგმაზომიერია მათი ქმედებები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, რადიკალების ვიზიტი ბრიუსელში და პოლონეთის პრემიერის განცხადება კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ ანახებს იმას, რომ კიდევ ინერციით მოქმედებს ის მანქანა, რასაც საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლა ჰქვია.
„ვიზალიბერალიზაცია ეს არ იყო საჩუქარი საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს იყო ძალიან დიდი პროცესი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოუპოვა „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს სწორედ იმ პირობების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რასაც თვითონ შენგენის სისტემა ეყრდნობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველანაირი კვლევით, არცერთი პირობა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩრებისთვის საქართველოში, არ არსებობს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.