ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამშრომლებს — იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მათ, რომელთა შრომის შედეგებითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უკვე სარგებლობს,” - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ქმნის საფუძველს, რომ სამინისტრომ შეძლოს არსებული გამოწვევების დაძლევა და ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო გამჭვირვალე, ეფექტიან და თანამედროვე სისტემად.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სამინისტროს გუნდის მიზანია, შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს იგრძნობს მოტივირებულად, დაცულად და იქნება შედეგზე ორიენტირებული საერთო მიზნისთვის - ხარისხიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.