ლევან მაჭავარიანი: არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის

ლევან მაჭავარიანი

 ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებების მიუხედავად, პარტიაში რეალურად არაფერი იცვლება.

„თვითონ „ნაცებსაც“ და მათ მხარდამჭერებსაც მოჰბეზრდათ უკვე ეს დაუსრულებელი სპექტაკლებისა და მრავალსერიანი ფილმების ყურება. ხან იშლებიან, ხან ერთიანდებიან, ხან თავმჯდომარეებს იცვლიან. არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.