1781729221
35 წლის მსახიობი დეივი ჩეისი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი დეივი ჩეისი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია გამოცემა TMZ-ს მისმა მეგობარმა როი ერნანდესმა დაუდასტურა.
ერნანდესის თქმით, ჩეისს მენინგიტი და „სისხლის რამდენიმე სერიოზული ინფექცია“ ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალი გამოფიტული იყო და სეფსისი განუვითარდა. ექიმები არასახარბიელო პროგნოზს აკეთებდნენ.
დეივიმ პოპულარობა საშინელებათა ფილმ „ზარში“ სამარა მორგანის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ეს როლი მან 11 წლის ასაკში მიიღო. ამ ნამუშევრისთვის მსახიობი MTV Movie Award-ის პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ დააჯილდოვეს.
ჩეისმა ასევე გაახმოვანა ლილო მულტფილმში „ლილო და სტიჩი“ (2002) და ტიჰირო ოგინო ანიმე „უჩინართა ქვეყანაში“. მოგვიანებით ჩეისი მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: „დონი დარკო“, „ს. დარკო“, „ბეთჰოვენი 5“, „საბრინა - პატარა ალქაჯი“, „სასწრაფო დახმარება“ და HBO-ს სერიალი „დიდი სიყვარული“.











