1781729221
ავუხსენით ბელგიელ კოლეგებს, რომ ის მიდგომა, რაც არჩეული აქვს ევროკავშირს საქართველოსთან, არის უსამართლო, უშედეგო და ჩვენი სურვილი და ამოცანაა პოლიტიკური დიალოგი განახლდეს - ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მართავს. უკვე შედგა მოლაპარაკებები ქვეყნის პარლამენტში.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა იყო.
"ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ბელგიელ კოლეგებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან, ზოგადად, რა მძიმე ვითარებაა უსაფრთხოების მხრივ სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ავუხსენით ჩვენს ბელგიელ კოლეგებს, რომ ვფიქრობთ, ის მიდგომა, რაც არჩეული აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში, არის უსამართლო, უშედეგო და ჩვენი სურვილი და ამოცანაა, რომ პოლიტიკური დიალოგი განახლდეს", - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.











