ვანგას წინასწარმეტყველება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე
1750707757
"კიდევ ერთი რეპრესიული კანონია, რომლის მიხედვითაც საერთოდ არაფრის თქმა აღარ შეგეძლებათ," - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი დაგეგმილ ცვლილებებს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
მისივე თქმით, ამით ხელისუფლება კრიტიკის ჩახშობას ცდილობს.
"მათთვის ეს არის კიდევ ერთი იმუნიტეტის შემქმნელი, რომ სხვამ არ გააკრიტიკოს, ფეისბუქ პოსტებიც აღარ უნდა დაიწეროს, აღარც უნდა განაცხადოთ მათ წინააღმდეგ, პოლიტიკურ პარტიებსაც ვერ დააფუძნებთ," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილება ცილისწამების ნაწილს ეხება. მოქმედი კანონით, მტკიცების ტვირთი მსხვერპლის მხარესაა, "ქართული ოცნების" ინიციატივით კი საკუთარი სიტყვების დასაბუთება, უკვე ცილისმწამებელს მოუწევს.