ვანგას წინასწარმეტყველება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე
1750707757
ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით ჩვენ თვითონ გვეუბნებიან, ნუ, მიაქცევთ ყურადღებას, ხომ იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ის ძალა, მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორივილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები.
მისი თქმით, საქართველოში დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს არის დასავლეთის და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები.
„ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რასაც ხმამაღლა არასდროს ამბობენ. ჩვენ გვეუბნებიან, ნუ, მიაქცევთ ყურადღებას, ხომ იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ის ძალა, მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო. ოღონდ ამას ხმამაღლა არ ამბობენ. მე ვბედავ ახლა და ვამბობ ამას, რაც მერე შეიძლება, შეფუთონ, თითქოს ევროპულ ინსტიტუტს მივაყენე შეურაცხყოფა. არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ამას თვითონ ამბობენ, ოღონდ ხმამაღლა არა და ინსტრუმენტად იყენებენ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას, რასაც მერე ქართულ საზოგადოებაში შეიძლება, ერთი ამბავი მოჰყვეს და ქართულ საზოგადოებას აფიქრებინონ, რომ აი, ნახეთ, როგორ ფიქრობენ ევროპელები საქართველოზე. ძალიან სამწუხაროა, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს მთავარს – საქართველოში ევროპულ ინტერესს და საქართველოს ევროპულ ინტერესს. ყველაფერი ეს სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოში დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს, არის მათი ქმედებები და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.