კანონმდებლობაში არ უნდა არსებობდეს ხარვეზი, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში პარტიის წევრებს ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული რებრენდიგი მოახდინონ თავიანთი პარტიის - კახიანი

 გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც მას არაკონსტიტუციურად შეუძლია ცნოს ესე თუ ის პოლიტიკური პარტია ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

„კანონმდებლობაში არ უნდა არსებობდეს ხარვეზი იმისა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ამ პარტიის წევრებს ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული რებრენდიგი მოახდინონ თავიანთი პარტიისა და სხვა ფორმით აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, აიკრძალება იმ პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს.