ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747162215
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ახლა ყველაფერი ძალიან დინამიურია. ბევრმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორი იქნება ხუთშაბათი“, - აღნიშნა წყარომ.
წყაროს თქმით, ტრამპის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე.
აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, ტრამპი ჩავა თუ არა სტამბოლში, მისი სპეციალური წარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი გეგმავენ, დაესწრონ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს დამკვირვებლების სტატუსით.