“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საგრანტო წინადადებების გაუქმებას ეხება.
კახა კალაძის თქმით, მართალია, მსგავსი დაფინანსებები იფუთებოდა, როგორც მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა თუმცა, სინამდვილეში ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას ხმარდებოდა.
„ჩვენ ამ ყველაფრის მიზანი ვიცით. მსგავსი დაფინანსებები იფუთებოდა ისე, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს აძლევდნენ გრანტებს და ეხმარებოდნენ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ნებისმიერმა პატრიოტმა მოქალაქემ, ვინც პატივს სცემს ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს, პროექტი რომ წარადგინოს, ვნახოთ, თუ მიიღებს დაფინანსებას. ეს დაფინანსება მიმართულია ქვეყანაში კონკრეტული ქმედებებისკენ.
ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ეს თანხები რას ხმარდებოდა – ზიზღს, პოლარიზაციას, ხალხის გახლეჩა-დაპირისპირებას, ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.