1692302192
კახა კალაძე: გაუგებარია, რა იყო მიზანი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის ან დაწყების, ან შეწყვეტის

ოპოზიციის წარმომადგენელმა რომ შიმშილობა დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ ნონსენსია და მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება იყო გაუგებარი.
„განცხადებაში, რაც ოპოზიციის მისამართით გააკეთა, ახალი არაფერია. ისედაც ვიცოდით იმ ოპოზიციური პარტიებზე, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ, თუმცა არსებობს რიგი ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მზაობას გამოთქვამენ. გაუგებარია, რა იყო მთავარი მიზანი შიმშილობის ან დაწყების, ან შეწყვეტის?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1751371831