რუბინის ობსერვატორიამ რამდენიმე დღეში 2 104 ასტეროიდი აღმოაჩინა

რუბინის ობსერვატორია

ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიამ, რომელმაც მუშაობა სულ ახლახან დაიწყო, რამდენიმე დღეში მზის სისტემაში აქამდე უცნობი 2 104 ასტეროიდი აღმოაჩინა.

კონტექსტისთვის: ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ამ დროისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ცნობილი ასტეროიდია; მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რუბინის ობსერვატორიამ შესაძლოა ეს რიცხვი ხუთ მილიონამდე გაზარდოს.

„ეს ხუთჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც მსოფლიოს ყველა ასტრონომმა ბოლო 200 წლის განმავლობაში ერთად აღმოაჩინა. ჩვენ შეგვიძლია ორ საუკუნეში გაწეული ძალისხმევა სულ რამდენიმე წელში გადავფაროთ“, - განაცხადა „დროისა და სივრცის რუბინის მემკვიდრეობის“ (Legacy Survey of Space and Time - LSST) დირექტორის მოადგილემ, ჟელკო ივეზეიჩმა.

გეგმის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ყოველ სამ დღეში ერთხელ, ტელესკოპი სამხრეთის ცის უზარმაზარ და მაღალი გარჩევადობის სურათებს გადაიღოს. იქიდან გამომდინარე, რომ ობსერვატორიის ტელესკოპს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კამერა (LSST) აქვს, სწორედ ეს თვისებაა იდეალური იმ უმცირესი დეტალების დასაფიქსირებლად, რომლებიც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრაობენ.

პერსპექტივაში, ცნობები ასტეროიდების დეტალური ადგილმდებარეობის შესახებ შესაძლოა დედამიწის მათთან შეჯახებისგან დაცვაში დაგვეხმაროს.