1751395338
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: გამოვიდნენ და აი, შიმშილობას ვწყვეტთ, რადგან შევთანხმდით პარტიები, რომ არ გავალთო არჩევნებზეო. გახარიას პარტია იყო იქ? „ლელო“? არ იყო. აბა თქვენ ისედაც არ იღებდით მონაწილეობას და ვის ატყუებთ?

კინოკომპანიამ 20th Century Studios ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები დაიწყო. ინფორმაცია სტუდიამ სოციალურ ქსელებში დაადასტურა.
სავარაუდოდ პროექტში დაბრუნდნენ მთავარი როლების შემსრულებლები - მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელი). ცნობილია, რომ მეორე ნაწილი პრემიერა 2026 წლის მაისში შედგება - ორიგინალური სურათის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.
სცენარზე მუშაობდა ალინ ბროშ მაკკენა, რომელმაც პირველი ფილმის ტექსტი დაწერა. სიქველში მირანდა პრისტლი გამოცემა „პოდიუმის“ გადარჩენას ცდილობს, რომელიც ბეჭდური მედიის პოპულარობის დაკარგვის გამო კრიზისშია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.