ტრამპი: თავდაცვის სამინისტროს მივეცი დავალება, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის ტესტირება, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის ტესტირება“.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

„ქვეყანამ ამას, მათ შორის არსებული იარაღის სრულ განახლებასა და მოდერნიზაციას ჩემი პირველი ვადის დროს მიაღწია. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ არის. რუსეთი მეორე ადგილზეა , ხოლო ჩინეთი – მესამეზე, თუმცა ხუთ წელიწადში გაუსწრებს. სხვა ქვეყნების სატესტო პროგრამების გათვალისწინებით, დავალება მივეცი თავდაცვის სამინისტროს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის ტესტირება თანაბარ პირობებში. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.