,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
როდესაც შენ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დებ და ამ ხმებს ასე მოისვრი, ეს არის შენი ქვეყნის და შენი ამომრჩევლის უპატივცემულობა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციაში შექმნილ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს დაპირისპირება არის ნათელი მაგალითი იმის, როდესაც უცხოურ კარნახს, დავალებას გაჰყვები ბრმად.
„მიდიხარ სავალალო მდგომარეობაში, რა სავალალო მდგომარეობაშიც ოპოზიციამ თავი ჩაიგდო. ძალიან სწორი შეფასება მისცა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ამასწინდელ ასამბლეაზე, რომ როდესაც შენ შენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგს სდებ ოპოზიცია და ამ ხმებს ასე მოისვრი, არის შენი ქვეყნის და შენი ამომრჩევლის უპატივცემულობა. ამ პოლიტიკამ მიიყვანა ოპოზიცია საბოლოოდ ჭაობამდე, რა ჭაობშიც არიან. ამ ურთიერთდაპირისპირებამდე. გარედან რა რეკომენდაციაც არ უნდა მოუვიდეთ, მინუსებიდან უწევთ საქმის კეთება. არსად ქრება შიდა დაპირისპირება, შიდა ანტაგონიზმი, შიდა მიუღებლობა. ეს ყველაფერი, ამ მძიმე მდგომარეობაში, რომ იტყვიან უკვე ზედაპირზე ამოდის, უკიდურესი დაპირისპირების ფორმაში გადადის ერთი მეორესთან. ეს არის მათი პოლიტიკის შედეგი.
საქართველოს ხელისუფლებაც რომ ასე ბრმად გაჰყოლოდა გარედან კარნახს, ჩვენი ქვეყანა დღეს იქნებოდა გაცილებით უფრო მძიმე, სავალალო მდგომარეობაში. ამიტომ დავდექით ჩვენ ეროვნული ინტერესების დასაცავად და არა იმიტომ, რომ გვეხალისება ახლა თუ ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ ან რომელიმე პირს უკანონოდ დაასანქცირებენ. არ გვეხალისება, მაგრამ როდესაც სასწორზე უფრო დიდი რამ დგას, უნდა დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. ოპოზიციას რომ დაეცვა საღი პოლიტიკური აზრი, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სულ სხვა პოზიციები ექნებოდათ, მაგრამ მიიღეს ის, რასაც ბრმად გაჰყვნენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.