დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.