ვინ არის რესტორანში მოკლული მამაკაცი - რას აცხადებენ შსს-ში
1752839533
ჩვენ ტოლერანტობით ვამაყობთ, ეს არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, კანონმდებლობის დონეზეც არის შექმნილი ძალიან მყარი გარანტიები, მათ შორის იმ უმცირესობების კუთხით, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეულ პირობებს გვიყენებს ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება არის აუცილებლად დასაცავი იმ მანკიერი პროპაგანდისგან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ძალიან ფართოდ გავრცელებული.
„ჩვენ ტოლერანტობით ვამაყობთ, ეს არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კანონმდებლობის დონეზეც არის შექმნილი ძალიან მყარი გარანტიები ამ თვალსაზრისით ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ უმცირესობების კუთხით, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეულ პირობებს გვიყენებს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული. წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, უმძიმესი რეჟიმი, სწორედ მაშინ, ამ უმცირესობების უფლებები იყო განსაკუთრებულად ხელყოფილი და დარღვეული. იყო ფარული ჩანაწერები, ათასგვარი ფორმით პირადი ცხოვრების ხელყოფა, პირველ რიგში, შანტაჟის მიზნით. ეს პრაქტიკა აღიკვეთა 2012 წლის შემდეგ საქართველოში. ყველაფერი არის მაქსიმალურად მკაცრად დაცული. ერთადერთი რასაც ვუპირისპირდებით, არის მანკიერი პროპაგანდა და ამასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები ევროპელ პარტნიორებს, თუმცა ვფიქრობთ, საზოგადოება არის დასაცავი იმ მანკიერი პროპაგანდისგან, რომელიც არის ძალიან ფართოდ გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართული საზოგადოება ამ მანკიერი პროპაგანდისგან ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ