სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრს, მარჯორი ტეილორ გრინსა და მის ოჯახს, წლების განმავლობაში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
ვაშინგტონის პროკურორის, ჯანინ პიროს განცხადებით, საუბარია 64 წლის სეთ ჯეისონზე, რომელიც „ამერიკის ხმის“ ყოფილი თანამშრომელია და კონგრესმენს მუქარის შემცველ შეტყობინებებს სწორედ „ამერიკის ხმის“ კუთვნილი სამსახურებრივი მოწყობილობებიდან უგზავნიდა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური მაღალჩინოსნებისადმი მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ჩვენ მკაცრად წინ აღვუდგებით იმ პირებს, რომლებიც მაღალჩინოსნებს ემუქრებიან ან მათ შევიწროებას ცდილობენ. დაკავებულია 64 წლის სეთ ჯეისონი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ლეპტოპი და სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობები. მას ბრალად ედება კანონმდებლის, მარჯორი ტეილორ გრინისა და მისი ოჯახის მისამართით მუქარა. ჩემი დღევანდელი გზავნილი იქნება მკაფიო: ასეთი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც საჯარო პირს დაემუქრებით, კანონის უმკაცრესი წესით დაისჯებით. არ იქნება არანაირი დანდობა“, - თქვა პირომ.