1749577630
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები და კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე

საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთთან აკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა, უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისითაც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ვიზიტის დროს ქართველ ჟურნალისტებთან მილანში.
მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და, რა თქმა უნდა, კომისიის სხდომა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვასფეროებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.